რადგან დღეს იყო ტრეინინგის ბოლო დღე, სრულად შევაჯამეთ
განვილი დღეები. ამ დროის განმავლობაში შევისწავლეთ დრაივში მუშაობა. საინტერესო
იყო გეგმის შაბლონში მუშაობა, სადაც ყველაფერი კომპაქტურად და თანმიმდევრობით არის
ჩამოყალიბებული. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გავწერეთ სტანდარტები და
ინდიკატორები, ასევე მიზნები და აქტივობები შაბლონის მიხედვით. დაწვრილებით გავეცანით
შეფასების ხუთი სტრატეგიას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ჩემთვის ახალი
საინტერესო იყო ონლაინ ტესტების შექმნა და ბმულის გაკეთება ფაილში. ვთვლი, რომ ეს
ტრეინინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო და პროფესიულ განვითარებაში გვიწყობს ხელს.
Friday, October 7, 2016
Sunday, October 2, 2016
მერვე დღე
გავიხსენეთ წინა დღე. შემდეგ მოვაწესრიგეთ პროექტის გეგმა, შევავსეთ ყველა გამოტოვებული პუნქტი. გავაზიარეთ პორტფოლიოს საქაღალდე და მივაბით ჩვენს ბლოგს. ასევე დავხვეწეთ ბლოგის დიზაინი. საშინაო დავალებად მივიღეთ პროექტის პრეზენტაციის მომზადება. ბოლოს შევაჯამეთ განვლილი დღე და დავწერეთ რეფლექსია.
Saturday, October 1, 2016
მეშვიდე დღე
დაწყებისას გავიხსენეთ წინა დღე.
შემდეგ განვიხილეთ ტრენერის მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, შემდეგ კი
განვიხილეთ და დავხვეწეთ კოლეგების ნაშრომები. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე,
დაწვრილებით განვიხილეთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები, მოვიყვანეთ მაგალითები
ჩვენი პრაქტიკიდან და გავწერეთ აქტივობები გეგმაში. ასევე გეგმის შაბლონში დაწვრილებით
შევავსეთ ჩვენი პროექტის სასწავლო პროცედურები. ბოლოს შევაჯამეთ განვლილი ტრეინინგი
და დავწერეთ რეფლექსია.
Friday, September 30, 2016
მეექვსე დღე
გავიხსენეთ წინა დღე. ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე; პრეზენტაციის ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე პრეზენტაცია power point-ში, რომელიც გადავიტანეთ დრაივში. ბოლოს შევაჯამეთ მასალა და დავწერეთ რეფლექსია. ასევე, ტრეინინგის მეორე ნაწილში ტრენერი დაწვრილებით გვესაუბრა საავტორო უფლებეზე, მივიღეთ ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რაც გამოგვადგება მომავალში პროექტების კეთებისას.
მეექვსე დღე
გავიხსენეთ წინა დღე. ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე; პრეზენტაციის ჩეკლისტის მიხედვით შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე პრეზენტაცია power point-ში, რომელიც გადავიტანეთ დრაივში. ბოლოს შევაჯამეთ მასალა და დავწერეთ რეფლექსია. ასევე, ტრეინინგის მეორე ნაწილში ტრენერი დაწვრილებით გვესაუბრა საავტორო უფლებეზე, მივიღეთ ბევრი საინტერესო ინფორმაცია, რაც გამოგვადგება მომავალში პროექტების კეთებისას.
Saturday, September 24, 2016
მეხუთე დღე
თავდაპირველად დაწვრილებით მიმოვიხილეთ
წინა დღის მასალა. შემდეგ ტრენერის ბლოგზე
ვნახეთ სად ვიპოვოთ ჩვენი ბლოგი; ვისწავლეთ გუგლის ფორმებში მუშაობა და გავაკეთეთ წინარე
ცოდნის დასადგენი ტესტი. გადავხედეთ შეფასების ფორმებს, სასურველი ფორმა გადავიტანეთ
დრაივში და მოვახდინეთ ადაპტირება. ვისაუბრეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე და მივიღეთ
დავალება, რომ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის მოვამზადოთ ზეპირი პრეზენტაცია.
Thursday, September 22, 2016
მეოთხე დღე
ტრეინინგის დაწყებისას გავიხსენეთ და მიმოვიხილეთ წინა დღე და მოვიკითხეთ დავალება. შემდეგ ვისაუბრეთ
შეფასების სხვადასხვა მეთოდებზე და განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია. თითოეულ
სტრატეგიაში ავირჩიეთ შეფასებისებისათვის საჭირო მეთოდი და ინსტრუმენტი; შევავსეთ
შეფასების დროის ჩარჩო. ასევე განვიხილეთ 3 ტიპის შეფასების ფორმა: ჩეკლისტი, უკუკავშირი
და რუბრიკა. დაგვევალა შევარჩიოთ პროექტისათვის შეფასების ფორმა და
მოვახდინოთ მისი ადაპტირება ჩვენს პროექტთან. ასევე უნდა მოვიტანოთ 10 კითხვიანი წინარე ცოდნის
დასადგენი ტესტი პროექტის თემასთან დაკავშირებით. ბოლოს შევაჯამეთ ტრეინინგი და დავწერეთ რეფლექსია.
მესამე დღე
როგორც ყოველი ტრეინინგის
დაწყებისას, დღესაც გავიხსენეთ და შევაჯამეთ წინა დღეს განვლილი მასალა. შემდეგ გადავედით
სააზროვნო კითხვების ტიპების განხილვაზე. ვიმუშავეთ ბლოგებში. მიზნიდან გამომდინარე
დაგვევალა მოვიფიქროთ აქტივობები ჩვენს პროექტთან დაკავშირებით. ასევე დავალებად მოგვეცა
მოვიფიქროთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები ჩვენი პროექტის თემასთან დაკავშირებით და გავაზიაროთ გუგლ-დრაივში.
ბოლოს შევაჯამეთ ტრეინინგი და დავწერეთ რეფლექსია.
მეორე დღე
დღევანდელი დღე ჩემთვის საინტერესო იყო, რადგან ერთად
განვიხილეთ ერთმანეთის პროექტების იდეები; სახელმძღვანელოში განვიხილეთ ქვეთავი წინასწარი
დაგეგმვა, ასევე შევინახეთ 3 ფაილი ჩვენს საქაღალდეებში. გავეცანით ეროვნული სასწავლო
გეგმების პორტალის საიტს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლიათ მოვბნოთ სასურველი გეგმები
და სტანდარტები, საიდანაც ამოვარჩიეთ ჩვენთვის სასურველი სტარდარტები და ჩავსვით ჩვენს
პროექტის შაბლონში შესაბამის ადგილას; ვიმსჯელეთ როგორია ბუნდოვანი და სპეციფიკური
მიზნები; ბოლოს შევაჯამეთ ტრეინინგი და დავწერეთ რეფლექსია.
Subscribe to:
Posts (Atom)