რადგან დღეს იყო ტრეინინგის ბოლო დღე, სრულად შევაჯამეთ
განვილი დღეები. ამ დროის განმავლობაში შევისწავლეთ დრაივში მუშაობა. საინტერესო
იყო გეგმის შაბლონში მუშაობა, სადაც ყველაფერი კომპაქტურად და თანმიმდევრობით არის
ჩამოყალიბებული. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გავწერეთ სტანდარტები და
ინდიკატორები, ასევე მიზნები და აქტივობები შაბლონის მიხედვით. დაწვრილებით გავეცანით
შეფასების ხუთი სტრატეგიას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ჩემთვის ახალი
საინტერესო იყო ონლაინ ტესტების შექმნა და ბმულის გაკეთება ფაილში. ვთვლი, რომ ეს
ტრეინინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო და პროფესიულ განვითარებაში გვიწყობს ხელს.
No comments:
Post a Comment