Sunday, September 11, 2016

პირველი დღე


      ტრეინინგის  "პროექტებით სწავლება" პირველი დღე ჩემთვის საკმაოდ საინტერესო იყო, რადგან განვიხილეთ გაკვეთილების პროექტებით ჩატარების მრავალფეროვანი მეთოდები. პირველ შეხვედრაზე გავეცანით მთელი ტრეინინგის განმავლობაში გასავლელი მასალა.  გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რაც ვთვლი რომ ყველა მასწავლებლის პორტფოლიოში უნდა იდოს. ვუყურეთ ინტელის ვიდეოს პროექტებით სწავლებასთან დაკავშირებით. ასევე გავიხსენეთ ბლოგის შექმნა და ბლოგზე ფაილებისა და ფოლდერების გაგზავნა და შენახვა. მოგვეცა დავალება, რომ მეორე დღისთვის მოვიფიქროთ პროექტის თემა. ბოლოს, შევაჯამეთ ტრეინინგი და დავწერეთ პირველი დღის რეფლექსია.

No comments:

Post a Comment