Friday, October 7, 2016

მეცხრე დღე

       რადგან დღეს იყო ტრეინინგის ბოლო დღე, სრულად შევაჯამეთ განვილი დღეები. ამ დროის განმავლობაში შევისწავლეთ დრაივში მუშაობა. საინტერესო იყო გეგმის შაბლონში მუშაობა, სადაც ყველაფერი კომპაქტურად და თანმიმდევრობით არის ჩამოყალიბებული. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გავწერეთ სტანდარტები და ინდიკატორები, ასევე მიზნები და აქტივობები შაბლონის მიხედვით. დაწვრილებით გავეცანით შეფასების ხუთი სტრატეგიას და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. ჩემთვის ახალი საინტერესო იყო ონლაინ ტესტების შექმნა და ბმულის გაკეთება ფაილში. ვთვლი, რომ ეს ტრეინინგი ძალიან ბევრის მომცემი იყო და პროფესიულ განვითარებაში გვიწყობს ხელს.

Sunday, October 2, 2016

მერვე დღე

    გავიხსენეთ წინა დღე. შემდეგ მოვაწესრიგეთ პროექტის გეგმა, შევავსეთ ყველა გამოტოვებული პუნქტი. გავაზიარეთ პორტფოლიოს საქაღალდე და მივაბით ჩვენს ბლოგს. ასევე დავხვეწეთ ბლოგის დიზაინი. საშინაო დავალებად მივიღეთ პროექტის პრეზენტაციის მომზადება. ბოლოს შევაჯამეთ განვლილი დღე და დავწერეთ რეფლექსია. 

Saturday, October 1, 2016

მეშვიდე დღე


     დაწყებისას გავიხსენეთ წინა დღე. შემდეგ განვიხილეთ ტრენერის მიერ შექმნილი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, შემდეგ კი განვიხილეთ და დავხვეწეთ კოლეგების ნაშრომები. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, დაწვრილებით განვიხილეთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები, მოვიყვანეთ მაგალითები ჩვენი პრაქტიკიდან და გავწერეთ აქტივობები გეგმაში. ასევე გეგმის შაბლონში დაწვრილებით შევავსეთ ჩვენი პროექტის სასწავლო პროცედურები. ბოლოს შევაჯამეთ განვლილი ტრეინინგი და დავწერეთ რეფლექსია.